ჩვენ შესახებ
Trade Marketing-ის მართვა სრულიად ახალ საფეხურზე.
Shelfum არის ინოვაციური ქართული პროდუქტი, რომელიც Trade Marketing-ის მართვას სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს. ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) მოწინავე ტექნოლოგიებსა და ქართველი პროფესიონალების მრავალწლიან გამოცდილებას აერთიანებს.
ჩვენი მიზანია, ბიზნესებს მივაწოდოთ ზუსტი, დროული და სანდო ინფორმაცია პირდაპირ თაროდან. Shelfum-ის მეშვეობით კომპანიები მარტივად აკონტროლებენ საკუთარ პროდუქციას მაღაზიებში, ახდენენ პროცესების ოპტიმიზაციას და იღებენ მონაცემებზე დაფუძნებულ, სწორ გადაწყვეტილებებს.
ჩვენი მისია
Retail execution მონაცემები გავხადოთ სანდო, ხელმისაწვდომი და რეალურ შედეგზე ორიენტირებული ყოველი ბრენდისა და სააგენტოსთვის — კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენი ღირებულებები
გამჭვირვალობა, სისწრაფე და კლიენტზე ფოკუსი. ჩვენ ვაშენებთ იმას, რაც ჩვენს კლიენტებს რეალურად სჭირდებათ და არა იმას, რაც უბრალოდ კარგად გამოიყურება პრეზენტაციებში.
ქართული პროდუქტი
100%-ით საქართველოში შექმნილი. ჩვენი გუნდი, მხარდაჭერის ენა და საფასო პოლიტიკა სრულად მორგებულია ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც კავკასიაში, ისე ევროკავშირში (EU).
